ურმას რეინსალუ - სტატუსზე გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს, საქართველო თუ დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ესტონეთი ყოველთვის იქნება მხარდამჭერი
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს განცხადებით, თუ საქართველოს დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ესტონეთი ყოველთვის იქნება მხარდამჭერი, რომ ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე პროგრესი ჰქონდეს.
რეინსალუს განცხადებით, ესტონეთი გულწრფელად უჭერს საქართველოს მხარს.
„კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს. ესტონეთი არის და იქნება გულწრფელი მხარდამჭერი ამ ქვეყნების მიღების ევროკავშირში, როდესაც ისინი კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. ძალიან გვსურს პოლიტიკური მიღწევების დანახვა წელსვე. საქართველო თუ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მათ შორის კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, პოლიტიკური და დემოკრატიული ხარისხის კუთხითაც, მაშინ, ვფიქრობ, არანაირი ტიპის უკან დახევა არ იქნება ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა რეინსალუმ.