ურმას რეინსალუ - ილია დარჩიაშვილთან საუბრისას შეშფოთება გამოვხატე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მოვუწოდე, მიეცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა
ურმას რეინსალუ - ილია დარჩიაშვილთან საუბრისას შეშფოთება გამოვხატე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მოვუწოდე, მიეცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტვიტერზე“ წერს.

როგორც რეინსალუ აცხადებს, ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა გვერდით დგომა ევროკავშირისკენ მიმავა გზაზე.

„განვიხილე უკრაინაში რუსეთის ომის შეჩერება და უკრაინისთვის საჭირო დახმარება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან დღევანდელი სატელეფონო საუბრისას. ვთქვი, რომ ესტონეთი საქართველოს გვერდით დგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ასევე, გამოვხატე შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და მოვუწოდე, რომ მიეცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა“, – წერს რეინსალუ.