ურგენ ჰარდტი - ერთ-ერთი მხარე თუ იტყვის, რომ პატივს არ სცემენ არჩევნების შედეგს, მაშინ მე უფრო მეტად ვენდობი ეუთო-ს წარმომადგენლებს
ოფიციალური ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი ჩემი თხოვნაა, მხარი დაუჭირონ მათ, ვინც ველზე იმუშავებს და დააკვირდება არჩევნებს, რათა გვქონდეს არჩევნების ისეთი შედეგი, რომელზეც ყველა თანხმდება, – ამის შესახებ ბუნდესტაგში ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრმა, იურგენ ჰარდტმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასება მნიშვნელოვანია.
„ჩვენთვის გერმანიაში და მთელ ევროპაში, განსაკუთრებით ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისთვის, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასება მნიშვნელოვანია, რადგან მთავრობა და პარლამენტი სწორედ ამ შეფასებაზე დაყრდნობით ადგენს, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, თავისუფალი. ამიტომ ოფიციალური ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი ჩემი თხოვნაა, მხარი დაუჭირონ მათ, ვინც ველზე იმუშავებს და დააკვირდება არჩევნებს, რათა გვქონდეს არჩევნების ისეთი შედეგი, რომელზეც ყველა თანხმდება. ერთ-ერთი მხარე თუ იტყვის, რომ ისინი არჩევნების შედეგს არ სცემენ პატივს, მაშინ მე უფრო მეტად ვენდობი ეუთო-ს წარმომადგენლებს. როგორც წესი, ეს ასე ხდება, თუმცა იმედი მაქვს, საქართველოში ეს ვითარება არ იქნება“, – განაცხადა ურგენ ჰარდტმა.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერების დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გერმანიის საელჩომ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დებორა დიურინგმა (კავშირი 90/მწვანეები), იურგენ ჰარდტმა (ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/CDU), ულრიხ ლეხტემ (თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP) და ნილს შმიდმა (სოციალ-დემოკრატიული პარტია/SPD).