ურეკში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ 15 აგვისტოს ურეკში, ორ ახალგაზრდა მამაკაცს ესაჭიროებოდა დახმარება, რომლებიც წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.
მათი ინფორმაციით, მაშველებმა ერთის გამოყვანა მოახერხეს, მეორე კი წყალში გაუჩინარდა.
„საძიებო სამუშაოებში ჩართულია 17 მაშველი, ოთხი მყვინთავი, ექვსი მცურავი საშუალება, მათ შორის ერთი ექოლოტი, რომლიც ახდენს ფსკერის სკანირებას და ასევე დრონი“, – აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.