ურალის ელექტროქიმიურ კომბინატში ურანის შემცველი რეზერვუარის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ურალის ელექტროქიმიურ კომბინატში ურანის შემცველი რეზერვუარის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა რეზერვუარის ჰერმეტიზაციის დარღვევამ გამოიწვია, რის შედეგადაც ერთი კუბური მეტრის მოცულობის კონტეინერი გასკდა.
როგორც ფედერალურ სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტოში განმარტავენ, მიმდებარე ტერიტორიაზე ქიმიური და რადიაციული დაბინძურების საფრთხე არ არსებობს.
ინციდენტის შემდეგ საწარმოში მყოფმა პერსონალმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და არცერთ მათგანს ჯანმრთელობის გაუარესება არ აღენიშნება.