„უოლ სტრიტ ჯორნალის“ ინფორმაციით, ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა
„უოლ სტრიტ ჯორნალის“ ინფორმაციით, ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა.
გამოცემის ცნობით, საუბარია მცირე რადიუსზე მოქმედ რაკეტებზე, რომლის გამოყენებასაც მოსკოვის უკრაინის წინააღმდეგ ომში შეძლებს. თუმცა რაკეტების მოდელისა და რაოდენობის შესახებ დეტალები უცნობია.
ცოტა ხნით ადრე სააგენტო „როიტერი“ იუწყებოდა, რომ ირანი ბალისტიკურ რაკეტებს გასაგზავნად ამზადებდა – საუბარია, სავარაუდოდ, FATH-360-ის სისტემაზე, რომლის მაქსიმალური დაფარვის მანძილის 120 კმ-ს შეადგენს.
ოფიციალურად ირანი რუსეთის დახმარებას უარყოფს. თეირანის თქმით, ირანმა რუსეთს უკრაინაში ომის დაწყებამდე მხოლოდ „კამიკაძე“ დრონების მცირე პატია გაუგზავნა.