„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ირანი ჭურვებსა და საბრძოლო მასალებს რუსეთს კასპიის ზღვის საშუალებით უგზავნის
„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ირანი ჭურვებსა და საბრძოლო მასალებს რუსეთს კასპიის ზღვის საშუალებით უგზავნის.
გამოცემა ახლო აღმოსავლეთში არსებულ საკუთარ წყაროს ეყრდნობა და იუწყება, რომ კასპიის პორტებიდან რუსეთში 300 ათასი ჭურვი და მილიონამდე საბრძოლო მასალა გაიგზავნა.
„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ბოლო ასეთი ტვირთი ბანდარ ამირაბადის პორტიდან მარტის დასაწყისში გაიგზავნა. ის რუსული სატვირთო ხომალდის, „რასულ გამზათოვის“ საშუალებით გადაიტანეს.