„უოლ სთრით ჯორნალი“ - რუსეთთან ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, აშშ-მა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემაზე უარი უთხრა
რუსეთთან ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, აშშ-მა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემაზე უარი უთხრა, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ კიევის მოთხოვნა უპილოტო თვითმფრინავების, „რუხი არწივების“ (Gray Eagle) შესახებ თვეების განმავლობაში განიხილებოდა. უკრაინისთვის საფრენი აპარატების მიწოდებას კონგრესის წევრების ორპარტიული ჯგუფის მხარდაჭერაც ჰქონდა.
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით კი, პენტაგონმა უარყო მოთხოვნა. არსებობდა შეშფოთება, რომ უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებამ შესაძლოა, კონფლიქტის ესკალაცია მოახდინოს და მოსკოვს მიაწოდოს სიგნალი, რომ უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღების სამიზნე შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტები გახდეს.