„უოლ სთრით ჯორნალი“ - რუსეთი უკრაინაში საომრად ურბანული ბრძოლების მცოდნე სირიელების რეკრუტირებას ახდენს
რუსეთი უკრაინაში საომრად ურბანული ბრძოლების მცოდნე სირიელების რეკრუტირებას ახდენს. ამის შესახებ აშშ-ის ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა „უოლ სთრით ჯორნალს“ განუცხადა.
სადაზვერვო უწყების წარმომადგენლის თქმით, სირიელების ერთი ჯგუფი უკვე რუსეთშია და უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადება.
გავრცელებული ცნობით, რუსეთი მოხალისეებს ხელფასის სახით 200 და 300 დოლარს სთავაზობს, რათა უკრაინაში ექვსი თვის განმავლობაში მცველებად იმუშაონ.