„უოლ სთრით ჯორნალი“ - ჯო ბაიდენმა ვარშავაში ვიზიტისას, ზემოქმედება მოახდინა ბალტიისპირეთის ლიდერებზე მათი ხშირი მოწოდებების გამო, რომ რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში ვიზიტის დროს ზემოქმედება მოახდინა ბალტიისპირეთის ლიდერებზე მათი ხშირი მოწოდებების გამო, რომ რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ საკუთარ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ბაიდენის მოქმედებამ ოფიციალური პირები დააეჭვა იმის თაობაზე, მიაჩნია თუ არა ვაშინგტონს რუსეთის დამარცხება რეალურ მიზნად.
„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ პასუხისმგებლობის ტვირთი, შესაძლოა, დიპლომატიაზე გადავიდეს მას შემდეგ, რაც უკრაინა ამ გაზაფხულზე და ზაფხულში კონტრშეტევის შედეგად წარმატებას მიაღწევს.
ამერიკული გამოცემის თანახმად, უკრაინის აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეებს შორის არის სიფრთხილე, რომ დასავლეთის მთავარი დედაქალაქების კოორდინირებული ქმედებები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებებისკენ წაიყვანს.