უნივერსიტეტის რექტორის დანიშვნის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე სტამბოლში პოლიციამ ათობით სტუდენტი დააკავა
პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ბოგაზიჩის უნივერსიტეტის რექტორის დანიშვნის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე სტამბოლში პოლიციამ ათობით სტუდენტი დააკავა.
ბოგაზიჩის უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები ახალი რექტორის, მილჰ ბულუს დანიშვნას იანვრის დასაწყისის შემდეგ აპროტესტებენ. პროტესტი მალე სტამბოლსა და სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.
ერდოღანის მიერ რექტორად დანიშნული მელიჰ ბულუ 2015 წლის თურქეთის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია „სამართლიანობისა და განვითარების“ სახელით იყრიდა კენჭს.