უნივერსიტეტები სრულად გადავლენ დისტანციურ რეჟიმზე, გარდა მედიცინის აკადემიური პროგრამებისა
უნივერსიტეტები სრულად გადავლენ დისტანციურ რეჟიმზე, გარდა მედიცინის აკადემიური პროგრამებისა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ვითარებიდან გამომდინარე, მედიცინის მიმართულება, არის სტრატეგიული პრიორიტეტია ქვეყნისთვის.
„უნივერსიტეტებს ექნებათ უფლება, მედიცინის აკადემიური პროგრამებზე პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ არადისტანციურად. ამ შემთხვევაში სამედიცინო პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.