UNICEF - მსოფლიოში ერთ წლამდე ასაკის 17 მილიონი ბავშვი ტოქსიკურ ჰაერს სუნთქავს
მსოფლიოში ერთ წლამდე ასაკის 17 მილიონი ბავშვი ტოქსიკურ ჰაერს სუნთქავს. მავნე ნივთიერებებმა შესაძლოა, მათი განვითარებადი ტვინი დააზიანოს. ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის ანგარიშში.
ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან სამხრეთ აზიაში მცხოვრები ბავშვები, სადაც 12 მილიონი არასრულწლოვანი სუნთქავს ჰაერს, რომელშიც მავნე ნივთიერებების დონე უსაფრთხოს ექვსჯერ აღემატება. კიდვე ოთხი მილიონი ბავშვი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში. გარემოს დაბინძურების პრობლემა მწვავედ დგას აფრიკულიქვეყნების ქალაქებშიც.
UNICEF-ში აცხადებენ, რომ დაბინძურებული ჰაერის გარკვეული ნაწილაკების ორგანიზმში მოხვედრამ შესაძლოა დააზიანოს ტვინის ქსოვილი დ აუარყოფითად აისახოს კოგნიტურ განვითარებაზე. ორგანიზაციის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მავნე ნივთიერებები გავლენა ახდენს ბავშვის ვერბალურ და არავერბალურ განვითარებაზე, მეხსიერებაზე, ტესტირების დაბალ შედეგებზე, შეფასებებზე, რომლებსაც სკოლის მოსწავლეები გამოცდებზე იღებენ.
სპეციალისტების მტკიცებით, დაბინძურებული გარემოს მავნე ზემოქმედების შედეგები ადამიანის მთელ ცხოვრებაზე აისახება.
„აქტიურად დმიმდინარეობს მსოფლიოს ურბანიზაცია. გარემოს დაბინძურბეის წინააღმდეგ მიმართული ზომებისა და დაცვის გარეშე სულ უფრო მეტი ბავშვი იქნება რისკის ქვეშ უახლოეს წლებში“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
UNICEF-ი მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიყენოს დამცავი სახის ნიღბები და ჰაერის ფილტრაციის სისტემები.
სპეციალისტების შეფასებით, ჩინეთში ჰაერის დაბინძურების შედეგად მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა სამი წლით შემცირდა.