უნგრული „ექსიმ ბანკი“ საქართველოსთვის 155 მილიონი ევროს საინვესტიციო ხაზს ხსნის
უნგრული „ექსიმ ბანკი“ საქართველოსთვის 155 მილიონი ევროს საინვესტიციო ხაზს ხსნის

უნგრული „ექსიმ ბანკი“ საქართველოსთვის 155 მილიონი ევროს ოდენობით საინვესტიციო ხაზს ხსნის. ამ თემაზე დღეს საქართველოში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ისაუბრა.

როგორც პეტერ სიიარტომ განმარტა, საკრედიტო ხაზით სარგებლობას ის უნგრელი ბიზნესმენები შეძლებენ, რომელთაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილი ექნებათ. თანხა მოხმარდება ასევე ქართულ-უნგრულ ერთობლივ პროექტებს.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ხაზი სრულად იქნება ათვისებული და თანხა ინვესტიციების სახით უახლოეს მომავალში სრულად დაიხარჯება.