უნგრეთში ვიქტორ ორბანის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა
უნგრეთში ვიქტორ ორბანის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა

უნგრეთში ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა.

როგორც „ბლუმბერგი“ იუწყება, ბუდაპეშტის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა, რათა ევროპარლამენტი არჩევნების წინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი პარტიისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინათ. აქციაზე სახელწოდებით „მშვიდობის მარში“, მოქალაქეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით „არა ომს“.

აქციის მონაწილეთა თქმით, საფრანგეთს, გერმანიასა და დიდი ბრიტანეთს ომი სურთ და მათ აშშ უმაგრებს ზურგს. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ თუ უკრაინა გააგრძელებს რუსეთის ტერიტორიაზე დრონების გამოიყენებს, შესაძლოა, პუტინმა საპასუხოდ ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

ევროპარლამენტის არჩევნები 9 ივნისს გაიმართება.