უნგრეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების გამო საავადმყოფოების დატვირთვა გაიზარდა
უნგრეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების გამო საავადმყოფოების დატვირთვა გაიზარდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 8 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც დეკემბერში, ვირუსის გავრცელების პიკის დროს დაფიქსირებულ მონაცემებზე მაღალი მაჩვენებელია.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში ვირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელია. უნგრეთში „კოვიდ-19’-ის გავრცელების პრევენციისთვის კარანტინი გუშინ გამოცხადდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 475 207 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 16 146 ადამიანი.