უნგრეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა. ორი პაციენტი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „როიტერი“ იუწყება, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ორბანის თქმით, ინფიცირებულები ირანელი სტუდენტები არიან.
ჩინეთში კორონავირუსის ახალი ტიპი 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. მისი ეპიცენტრი ხუბეის პროვინციის ქალაქი უხანია. ჩინეთის ფარგლებს გარეთ ყველაზე ბევრი დაავადებული სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაშია.
კორონავირუსის გავრცელების საკითხი დღეს ვიშეგრადის ოთხეულის ლიდერებმა პრაღაში გამართული შეხვედრისას განიხილეს.