უნგრეთში ჯორჯ სოროსის მიერ „დაქირავებული“ ადამიანების სია გამოქვეყნდა
უნგრეთში ჯორჯ სოროსის მიერ „დაქირავებული“ ადამიანების სია გამოქვეყნდა

უნგრეთში ჯორჯ სოროსის მიერ „დაქირავებული“ ადამიანების სია გამოქვეყნდა. ჩამონათვალში ჟურნალისტები, უფლებადამცველები და კორუფციის მოწინააღმდეგე აქტივისტები მოხვდნენ.

სიაში შესულ 200 ადამიანს მთავრობის ჩამოგდების მცდელობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათ უნგრეთში ათასობით არალეგალი მიგრანტის შეშვება სურთ.

ჟ​​​ურნალი Figyelo Weekly წერს, რომ სიაში შესული ადამიანები მილიარდერ ჯორჯ სოროსთან დაკავშირებული „საიდუმლო ქსელის“ წევრები არიან.

ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, მასწავლებლები, ლექტორები და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის თანამშრომლები.

აღნიშნული უნივერსიტეტი სწორედ სოროსის მიერ არის დაფუძნებული. გასულ თვეში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მან იცის „სოროსის დაქირავებული არმიის“ 2 000 წევრის სახელი.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სიის გამოქვეყნებას დაშინების აშკარა მცდელობა უწოდეს და აღნიშნეს, რომ ეს საფრთხეს უქმნის აკადემიურ თავისუფლებას.