უნგრეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავეს
უნგრეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავეს

უნგრეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

ბუდაპეშტის პროკურორების განმარტებით, სირიელი მამაკაცი ტერორისტული დაჯგუფების რიგებში ირიცხედობა და სირიაში თავის მოკვეთის რიტუალებში მონაწილეობდა.

27 წლის ფ. ჰასანი 2016 წელს 20-მდე ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.  უნგრელი პროკურორების განმარტებით, დაღუპულები სირიის ქალაქი ჰომსის მაცხოვრებლები იყვნენ. ისინი ტერორისტებმა „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებაზე უარის თქმის გამო დასაჯეს.

ცნობილი ხდება, რომ ეჭვმიტანილს საბერძნეთში ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. ის ბუდაპეშტის მთავარ აეროპორტში გასული წლის 30 დეკემბერს ყალბი დოკუმენტებით დააკავეს. თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა. უნგრეთთან ერთად, ეჭვმიტანილი სხვადასხვა დროს რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოში იმყოფებოდა.