უნგრეთში ერთნაირსქესიან წყვილებს შვილის აყვანის უფლებას ჩამოართმევენ
უნგრეთში ერთნაირსქესიან წყვილებს შვილის აყვანის უფლებას ჩამოართმევენ. შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილება უნგრეთის მთავრობამ მოამზადა.
ხელისუფლების მიერ ინიცირებული შესწორებაში ჩაიწერება, რომ „დედა ქალია, ხოლო მამა – კაცი.“ ამასთან ბავშვის აყვანა მხოლოდ დაქორწინებულ წყვილებს შეეძლებათ.
ერთნაირსექსიანი წყვილების ქორწინება უნგრეთში კანონით აკრძალულია, თუმცა ბავშვის აყვანა შესაძლებელია, თუ ამას ერთ-ერთი პარტნიორი ცალკე ითხოვს.
თუ მთავრობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება ძალაში შევიდა, ერთნაირსქესიან წყვილები ბავშვს ვეღარ იშვილებენ. ამას გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში წერია, რომ „ბავშვებმა განათლება უნგრეთის კონსტიტუციურ იდენტობაზე დაფუძნებული ღირებულებებით და ქრისტიანული კულტურით უნდა მიიღონ.“
კანონპროექტი უფლებათდამცველებმა უკვე დაგმეს. მათი თქმით, ეს ცვლილებები საერთაშორისო და ევროპაში მოქმედ ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება.