უნგრეთში აშშ-ის ელჩი - უნგრეთის მთავრობა სიგნალს იძლევა, რომ შორდება მოკავშირეებს, ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებს
უნგრეთში აშშ-ის ელჩი დევიდ პრესმანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს აკრიტიკებს, რადგან ის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს ღიად უჭერს მხარს.
„„ფიდესი“ აგრძელებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედგებით და ეს არჩევნები თუ ისე არ წარიმართება, როგორც ისინი იმედოვნებენ, მათი სტრატეგიაა მოცდა. ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, არ არსებობს გეგმა „ბ“, – აღნიშნა პრესმანმა.
მისივე თქმით, შეერთებულ შტატებს ალიანსი აქვს ქვეყნებთან და არა – ინდივიდებთან.
„უნგრეთის მთავრობა სიგნალს იძლევა და ამას ღიად აკეთებს, რომ შორდება თავის მოკავშირეებს, შორდება ევროპას და შორდება შეერთებულ შტატებს“, – ამბობს ელჩი.
ელჩმა ასევე გააკრიტიკა ორბანის მიდგომა დასავლურ ალიანსთან და განაცხადა, რომ დროა, უნგრეთთან ურთიერთობა დალაგდეს.
„ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ყოფნით კომფორტულად მყოფი უნგრეთი აკრიტიკებს ნატო-ს, ევროკავშირის სუბსიდირების ქოლგის ქვეშ მყოფი უნგრეთი აკრიტიკებს ევროკავშირს. ჩვენ (უნგრეთის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა) უნდა ვაღიაროთ, რომ ის, რის იგნორირებასაც მივეჩვიეთ თვალის დახუჭვით, მოითხოვს ჩვენგან, პირდაპირ შევხედოთ და მტკიცედ ვუპასუხოთ მას“, – ამბობს ელჩი.