უნგრეთში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ აშშ უნგრეთის რუსეთთან ურთიერთობით შეშფოთებულია
აშშ-ში აცხადებენ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება შემაშფოთებელია, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, უნგრეთში აშშ-ის ელჩმა, დევიდ პრესმანმა განაცხადა, რომ „აშშ შეშფოთებულია უნგრეთის რუსეთთან ურთიერთობით“.
მანამდე, პრესმანმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ორბანი ირჩევს დადგეს იმ ადამიანის გვერდით, რომელიც პასუხისმგებელია კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულბში.
„როიტერის“ ცნობით, ორბანის პუტინთან შეხვედრის შემდეგ ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები, რომლებიც ბუდაპეშტში იმყოფებიან, შეიკრიბნენ, რათა განეხილათ შეშფოთება მოსკოვთან უნგრეთის დაახლოების შესახებ.
უნგერთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პეკინში გამართული ფორუმის ფარგლებში შეხვედრა გამართა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.