უნგრეთმა რუსეთთან რუსული ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოაწერა
უნგრეთმა რუსეთთან რუსული „სპუტნიკი V“ ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოაწერა.
ხელმოწერის ღონისძიება მოსკოვში, ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
უნგრეთი ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანაა, რომელიც რუსულ ვაქცინას შეიძენს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყანას ვაქცინის დოზები სამ ნაკადად მიეწოდება, რომელთა რაოდენობის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უნგრეთში ვირუსით 355 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსმა 11 ათასზე მეტი პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.