უნგრეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყანამ რუსეთისგან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიღება დაიწყო
უნგრეთმა რუსეთისგან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიღება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქის“ გვერდზე უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ტომაშ მენცერმა გაავრცელა.
მისი თქმით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს მიერ მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, „გაზპრომმა“ დაიწყო უნგრეთში უფრო მეტი ბუნებრივი აირის მიწოდება, ვიდე ეს იყო გათვალისწინებული კონტრაქტით.
მენცერის ინფორმაციით, აგვისტოს ბოლომდე გაზსადენ „თურქული ნაკადის“ საშუალებით უნგრეთი დღე-ღამეში დამატებით 2,6 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ ბუნებრივ აირის მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში გამოუცხადებელი ვიზიტით ივლისში ჩავიდა, რათა რუსეთისგან დამატებით 700 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებები გაემართა.