უნგრეთის პრეზიდენტმა, იანოშ ადერმა შრომითი კანონმდებლობაში ცვლილებებს ხელი მოაწერა. ეს სწორედ ის კანონია, რომელსაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ზეგანაკვეთური სამუშაო საათები წლიურად 250-დან 400-მდე იზრდება. პრეზიდენტმა ხელმოწერის შემდეგ განმარტა, რომ კანონში შესული აღნიშნული ცვლილება კონსტიტუციას არ არღვევს.
მისი თქმით, დიდ ბრიტანეთში, დანიაში, ირლანდიასა და ჩეხეთში ზეგანაკვეთური სამუშაო საათები ანალოგიური ან გაცილებით მაღალია.
ამ კანონის გამო, უნგრეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართებოდა. ოპოზიცია და პროფკავშირები მიიჩნევენ, რომ კანონი მონობის ტოლფასია.