უნგრეთის პრემიერი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, უნგრეთი კვლავაც ერთგულია საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული მნიშვნელობის შენარჩუნების საქმეში.
„ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა. გარწმუნებთ, რომ უნგრეთი კვლავაც ერთგულია საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული მნიშვნელობის შენარჩუნების საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად რთული პერიოდისა, კვლავაც გაძლიერდება ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე შეიქმნა და ბოლო წლებში კიდევ უფრო განვითარდა.
გისურვებთ დიდ წარმატებებს და ჯანმრთელობას თქვენს წინაშე მდგარი პასუხისმგებლობების შესრულების გზაზე“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.