უნგრეთის პრემიერი ევროკავშირისგან საზღვრების დაცვისთვის გაწეული ხარჯების ნაწილობრივ ანაზღაურებას მოითხოვს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირისგან საზღვრების დაცვისთვის გაწეული ხარჯების ნაწილობრივ ანაზღაურებას მოითხოვს.
ვიქტორ ორბანის განცხადებით, მათ არამხოლოდ საკუთარი ქვეყნის, არამედ ევროპის საზღვრების დაცვისთვის, მილიარდი ევრო დახარჯეს, ამიტომ პრემიერ-მინისტრი ამ თანხის ნახევრის ანაზღაურებას მოითხოვს.
საიმიგრაციო კრიზისის დროს უნგრეთმა ბალკანეთის მარშრუტის გავლით, ევროპაში მოხვედრის მსურველი ლტოლვილებისთვის საზღვრები ჩაკეტა და უსაფრთხოების ძალების დამატებითი მობილიზაცია განახორციელა.