უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის ეროვნულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ვიქტორ ორბანმა მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, „პატივისცემით მოეკიდონ წევრი ქვეყნების სუვერენიტეტს“.
აღნიშნული განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ევროკავშირის შეთანხმების ზოგიერთი მუხლი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და შესაბამისად დაადგინა, რომ რიგ შემთხვევებში პოლონეთის ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონებზე უპირატესია.
უნგრეთის მთავრობამ პოლონეთში მიღებული გადაწყვეტილება შეაქო. ბუდაპეშტში აცხადებენ, რომ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „ევროკავშირის ინსტიტუტების ცუდი პრაქტიკითაა გამოწვეული“, კერძოდ, ისინი ცდილობდნენ, ჩამოერთვათ წევრი ქვეყნებისთვის კონკრეტული უფლებამოსილებები.
„ევროკავშირის კანონის უზენაესობა მხოლოდ იმ სფეროებზე შეიძლება გავრცელდეს, სადაც ევროკავშირის აქვს ძალაუფლება, ჩარჩო კი განსაზღვრულია ევროკავშირის შეთანხმებებში“, – ნათქვამია უნგრეთის მთავრობის მიერ გამოცემულ დეკრეტში.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის ეროვნულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა