უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური მრჩეველი - ჩვენი მიზანი არ არის, ვეტო დავადოთ საქართველოს კანონს გამჭვირვალობის შესახებ, არამედ წავახალისოთ მსგავსი კანონების შემოღება ევროკავშირის მასშტაბით
ჩვენი მიზანი არ არის, ვეტო დავადოთ საქართველოს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, არამედ წავახალისოთ მსგავსი კანონების შემოღება ევროკავშირის მასშტაბით, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა მრჩეველმა და უნგრეთის პარლამენტის წევრმა, ბალაზს ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„არასასურველი უცხოური ჩარევისგან სუვერენიტეტის დაცვა საფრთხე არ არის, არამედ დემოკრატიის წინაპირობაა – ეს არის კანონის მიზანი. და ამის დაგმობის ნაცვლად, შესაძლოა, ევროკავშირმაც უნდა მიბაძოს ამ მაგალითს“, – დაწერა მან.