უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი მოუწოდებს ევროკავშირს, რუსეთს სანქციები აღარ დაუწესოს და მოლაპარაკებები დაიწყოს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი მოუწოდებს ევროკავშირს, რუსეთს სანქციები აღარ დაუწესოს და მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის შესახებ განცხადება ვიქტორ ორბანის მრჩეველმა ბრიუსელში ვიზიტის დროს სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, რაც უფრო მეტ სანქციებს დააწესებეს ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ, მით უფრო მტკივნეული იქნება თავად ორგანიზაციის წევრებისთვის.
„საბოლოოდ ევროპა ამ ომის დამარცხებულ მხარეს აღმოჩნდება ეკონომიკური პრობლემების გამო. ჩვენი რეკომენდაციაა, შეწყდეს სანქციების დაწესების პროცესი“, – განაცხადა ბალაზს ორბანმა.
მისივე განცხადებით, მიუხედავად სანქციებისა, რუსეთი უკრაინაში წინსვლას მაინც ახერხებს. ამიტომ ორბანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ტაქტიკა უნდა შეცვალოს.
„ჩვენ მივაღწიეთ წერტილს, როდესაც გავაცნობიერეთ, რომ სტრატეგია, რომელსაც 4 თვეა, მივყვებით, და ზოგიერთ წარმატებას მივაღწიეთ, უცვლელად გაგრძელდება, გონივრული მოსაზრების მიხედვით, ცუდად დასრულდება ევროპისთვის. ამიტომ უნდა ვიფიქროთ რამე სხვაზე. მოლაპარაკებები, სამშვიდობო შეთანხმება, დიპლომატია. ესაა ჩვენი გამოსავალი“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ მინისტრის მრჩეველმა.