უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩინეთში ჩავიდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩინეთში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ჩინეთს ეწვია. ამის შესახებ ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

ორბანმა უკვე გამართა შეხვედრა პეკინის სახელმწიფო რეზიდენციაში, პრეზიდენტ სი ძინ პინთან.

„ჩინეთი არის მთავარი ძალა რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო პირობების შექმნაში. ეს არის მიზეზი, რატომაც ვეწვიე პრეზიდენტ სი ძინ პინს პეკინში ბუდაპეშტში მისი ოფიციალური ვიზიტიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.