უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირსა და აშშ-ს ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირსა და აშშ-ს ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირსა და აშშ-ს ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევაში სდებს ბრალს.

ამის შესახებ განცხადება ვიქტორ ორბანმა ათიათსობით მხრდამჭერის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, ვაშინგტონი და მილიარდერი ჯორჯ სორისი ცდილობენ, რომ უნგრეთში მათი მხარდამჭერები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ორბანის მტკიცებით, ამის მისაღწევად ისინი „მემარცხენე ოპოზიციას, ფულს, მედიას და ინტერნეტს იყენებენ“.

„მნიშვნელოვანია არააა ის, რაც ბრიუსელს, ვაშინგტონს ან უცხოეთიდან მართულ მედიას სურს. საკუთარ ბედს უნგრელები თავად განსაზღვრავენ. ჩვენი ძალა ერთიანობაშია. ჩვენ გვჯერა ოჯახის, ერის და ძლიერი და დამუკიდებელი უნგრეთის“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთში საპარალმენტო არჩევნები 2022 წელს არის დაგეგმილი. ორბანის ხელისუფლებას ოპოზიცია გაერთიანებული ფრონტით უპირისპირდება. ერთიან ოპოზიციაში შედიან სოციალისტები, ლიბერალები და მემარჯვენე ცენტრისტები.