უნგრეთის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირმა თავი უნდა დაანებოს ევროპის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებულ საშინელ სიზმრებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირმა თავი უნდა დაანებოს ევროპის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებულ საშინელ სიზმრებს

ევროკავშირმა თავი უნდა დაანებოს ევროპის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებულ საშინელ სიზმრებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი იბრძოლებს თავისუფალი ერების ალინსისთვის, ახალი მთავრობა კი ლიბერალური დემოკრატიის ნაცვლად, ქრისტიანულ დემოკრატიას ააშენებს.

ქრისტიან-დემოკრატია ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების გარანტორი იქნება. დაიცავს ქალებისა და მამაკაცების თანასწორობას, მხარს დაუჭერს ტრადიციულ ოჯახს და შეზღუდავს ანტი-სემიტიზმს“, – თქვა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი შეეწინააღმდეგება მიგრანტების განთავსების კვოტირების სისტემას, დაიცავს ქრისტიანულ კულტურას და იბრძოლებს საზღვრების დასაცავად.

„უნგრეთი არის და დარჩება დასავლური ალიანსის ერთგულ წევრად. მაგრამ ეს არ ცვლის გეოგრაფიულ შეზღუდვებს. ბერლინი, მოსკოვი, სტამბოლი: უნგრეთი ამ სივრცეში არსებობს და ეს მომავალშიც უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.