უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 13 მაისს დონალდ ტრამპს შეხვდება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 13 მაისს დონალდ ტრამპს შეხვდება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 13 მაისს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიარტომ უნგრულ გამოცემა „ორიგოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ვიქტორ ორბანი ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ოფიციალური მიწვევით ჩადის.

აშშ-ისა და უნგრეთის ლიდერების შეხვედრაზე ენერგოუსაფრთხოებას, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, რეგიონულ უსაფრთხოებასა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ.