უნგრეთის პარლამენტმა 134 ხმით 28-ის წინააღმდეგ ვიქტორ ორბანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა. რამდენიმე ოპოზიციონერმა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.
შეგახსენებთ, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა” 8 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში 199 -დან 133 მანდატი მოიპოვა.
ვიქტორ ორბანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს უკვე მეოთხე ვადით დაიკავებს.