უნგრეთის პარლამენტმა „არასრულწლოვნებში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონი დაამტკიცა
უნგრეთის პარლამენტმა არასრულწლოვნებში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონი დაამტკიცა.
სადავო კანონპროექტს, რომლის დამტკიცებამდეც ბუდაპეშტში ხალხმრავალი აქცია გაიმართა, 157-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მათ შორის იყვნენ მმართველი პარტია „ფიდესის“ წევრები.
ოპოზიციამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. გამონაკლისი იყო ულტრამემარჯვენე პარტია „იობიკი“, რომელმაც პროექტს მხარი დაუჭირა.
კანონის დამტკიცების შემდეგ არასრულწლოვანთა საგანმანათლებლო პროგრამები და რეკლამა, რომელიც სოლიდარობას უცხადებს სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს, აკრძალული იქნება. კანონი ასევე შეეხება საბავშვო წიგნებსაც.
ამასთან, როგორც „ევრონიუსი“ წერს, ისეთი ფილმები, როგორიცაა „ჰარი პოტერი“, „ბრიჯიტ ჯონსი“ ან სერიალი „მეგობრები“, სადაც ნახსენებია ჰომოსექსუალიზმი, შესაძლოა, ასევე აკრძალონ არასრულწლოვნებისთვის.
უფლებადამცველებმა უნგრეთის მმართველი პარტიის ინიციტივით მიღებული კანონი მკაცრად გააკრიტიკეს და შეადარეს რუსეთის მიერ 2013 წელს მიღებულ რეგულაციას, რომელიც „გეიპროპაგანდას“ კრძალავს.