უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება უნდა ეფუძნებოდეს წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსს და დღეს ამის პირობები არ არსებობს.
მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მიმართა შარლ მიშელს წერილით, რომელშიც მოუწოდა, არ მოიწვიოს ევროპული საბჭო უკრაინის საკითხზე და სამიტმა არ უნდა დაამტკიცოს ბიუჯეტის გეგმა, რომელიც მოიცავს 50 მილიარდი ევროთი კიევის ეკონომიკურ მხარდაჭერას.