ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, უნგრეთი უნივერსიტეტებს ხურავს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე აიკრძალება დახურულ სივრცეში 100-ზე მეტი ადამიანის შეკრება, შენობებს გარეთ კი, 500-ზე მეტი ადამიანის შეკრება.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი იქნება ძალაში აღნიშნული აკრძალვა.
ასევე, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უნგრეთმა იტალიასთან, სამხრეთ კორეასთან, ირანთან და ჩინეთთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.
უნგრეთში ახალი კორონავირუსის 13 შემთხვევა არის დადასტურებული.