უნგრეთი უკრაინას შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. საქმე ეხება უნგრეთის მიერ რუსულ „გაზპრომთან“ გაფორებულ ახალ კონტრაქტს.
როგორც „როიტერი“ წერს, უნგრეთის მთავრობამ რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ 15-წლიანი კონტრაქტი 27 სექტემბერს გააფორმა.
უკრაინაში ამ გადაწყვეტილებას „ეკონომიკურად დაუსაბუთებელი და პოლიტიკური“ უწოდეს. საპასუხოდ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინიტრმა განაცხადა, რომ კიევი ბუდაპეშტის საქმეებში ერევა.
„უნგრეთისთვის ენერგოუსაფრთხოება არის სუვერენიტეტის და ეკონომიკის საკითხი, არა პოლიტიკური. სახლებს პოლიტიკური განცხადებებით ვერ გაათბობ“, – განაცხადა უნგრეთის საგაერო საქმეთა მინისტრმა
უნგრეთის მიერ „გაზპრომთან“ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, რუსული კომპანია უნგრეთს ყოველწიურად მიაწვდის 4,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს. ეს ორი გზით – სერბეთისა და ავსტრიის გავლით მოხდება.
უკრაინაში ამ შეთანხმებას აპროტესტებენ და ამტკიცებენ, რომ ის უკრაინის და ევროპის ენერგოუსაფრთხოებას ემუქრება. როგორც მედია წერს, კიევი აპირებს, ევროკომისიას საჩივრით მიმართოს.