უნგრეთი „გაზპრომთან“ გრძელვადიან ხელშეკრულებას აფორმებს.
აღნიშნულის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
მისი თქმით, რუსულ ენერგო კომპანიასთან ხელშეკრულება 15 წლის ვადით სექტემბრის ბოლოს დაიდება და პირველი ოქტომბრიდან შევა ძალაში.
ხელშეკრულების მიხედვით, „გაზპრომი“ უნგრეთში ყოველწლიურად 4,5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტს განახორციელებს. ბუნებრივ აირს უნგრეთი სერბეთის გავლით მიიღებს.
სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი ბუნებრივ აირს 1995 წლის ხელშეკრულებასთან შედარებით იაფად მიიღებს.