უნგრეთი გამოდის ინიციატივით, ჩადის თავდაცვის შესაძლებლობებს ევროპის მშვიდობის ფონდიდან დაუჭირონ მხარი
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ პრესკონფერენცია გამართა ჩადელ კოლეგასთან ერთად, სადაც განაცხადა, რომ ჩადის პრეზიდენტის უნგრეთში ვიზიტი ისტორიულია.
უნგრეთ-ჩადის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების თანახმად, რომელიც უნგრეთის ოფიციალურ გაზეთში ორშაბათს საღამოს გამოქვეყნდა, ქვეყნები ერთობლივად იმუშავებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამასთან, სიიარტოს განცხადებით, უნგრეთის მთავრობამ დააყენა ინიციატივა, რომ ჩადის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მხარდასაჭერად ევროკავშირის ფონდიდან 14 მილიონი ევრო გამოიყოს.
შეგახსენებთ, ამ ფონდიდან უკრაინის მხარდაჭერას უნგრეთი აქტიურად ბლოკავს.