უმსხვილესი ინდური მეტალურგიული კომპანია „ტატა სტილ“ რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტს
უმსხვილესი ინდური მეტალურგიული კომპანია „ტატა სტილ“ რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტს

უმსხვილესი ინდური მეტალურგიული კომპანია „ტატა სტილ“ რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტს. ამის შესახებ განცხადება კომპანიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ტატა სტილს“ რუსეთში საწარმო არ აქვს, თუმცა ის ამ ქვეყნიდან ქვანახშირის იმპორტს ახორციელებდა.

აღსანიშნავია, რომ ინდური კომპანიების დიდი ნაწილს არ შეუწყვეტია რუსეთთან ბიზნესსაქმიანობა. „ტატა სტილ“ ამ მხრივ ერთ-ერთ გამონაკლისს წარმოადგენს.

„ტატა სტილის“ ქარხნების დიდი ნაწილი ინდოეთში, დიდი ბრიტანეთსა და ნიდერლანდებშია განლაგებული. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საწარმოებიც შეწყვეტენ ბიზნესურთიერთობებს რუსეთთან.