„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება
„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება

„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ განუცხადა, მისი ინფორმაციით, შეხვედრის თემა მოსამართლეების საკითხი იქნება.

„დღის წესრიგში, რაც მე მომივიდა, წერია, რომ ისევ გაგრძელდება მსჯელობა მოსამართლეების საკითხზე. სხვა თემები არ ვიცი. წინა კვირებში მიმაჩნია, რომ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები იყო, სადაც შევთანხმდით, რომ მოდით, ყველაფერი გადავაბაროთ სამუშაო ჯგუფს, მათ შეიმუშაონ კრიტერიუმები და მერე ვიმსჯელოთ მოსამართლეების საკითხზე“, – განაცხადა დეპუტატმა.

სიმონ ნოზაძე არ გამორიცხავს, რომ შეხვედრაზე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზეც იმსჯელონ.

უმრავლესობის შეხვედრა „ქართულ ოცნებაში” 11:00 საათზე დაიწყება.