მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ევროპის 23-წლამდელ ძიუდოისტთა ჩემპიონატი დაიწყო. პირველ დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი გამოდიოდა და სამივე უმედლოდ დარჩა.
კაცებს შორის ირაკლი კუპატაძემ (60 კგ.) პირველ წრეში ესპანელი ხავიერ იგლესიასი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ, აზერბაიჯანელ ქარამატ ჰუსეინოვთან დამარცხდა. ზვიად ხუბულურმა (66 კგ.) კი პირველივე რაუნდში წააგო იტალიელ ლუიჯი ბრუდეტისთან.
გოგონებს შორის, მარიან ჯანაშვილმა (52 კგ.) უკრაინელი კატერინა ჩერტილი და იტალიელი ჯულია პიერუჩი დაამრაცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ნაზაკატ აზიზოვასთან წააგო, რეპეშაჟში კი ესპანელ ანა პერესს ვერაფერი მოუხერა.
11 ნოემბერს, ტატამზე კიდევ სამ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ: ბექა შავდათუაშვილს (73 კგ), ტატო გრიგალაშვილსა (73 კგ) და ბექა დონღვანს (81 კგ.).