უმცროსმა კრიშტიანუ რონალდუმ გოლი „იუვენტუსში“ მამაზე ადრე გაიტანა [ვიდეო]
უმცროსმა კრიშტიანუ რონალდუმ გოლი „იუვენტუსში“ მამაზე ადრე გაიტანა [ვიდეო]

„იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუს ვაჟმა ტურინული კლუბის მაისურით უფრო ადრე გაიტანა გოლი, ვიდრე მისმა ვარსკვლავმა მამამ. კრიშტიანუ რონალდუ უმცროსი „იუვენტუსის“ ცხრაწლამდელთა გუნდში თამაშობს და თავისი პირველი გოლი შაბათს იზეიმა.

ასევე შაბათს ჩაატარა სერია A-ს მორიგი მატჩი „იუვენტუსმა“. მან სტუმრად „პარმას“ 2:1 მოუგო. ანგარიში მარიო მანჯუკიჩმა მე-2 წუთზე გახსნა. 33-ე წუთზე ჟერვინიომ გაათანაბრა. გამარჯვება „იუვენტუსს“ ბლეზ მატუიდიმ 58-ე წუთზე მოუტანა, როცა მანჯუკიჩის პასი გამოიყენა.

კრიშტიანუ რონალდუმ მესამე უგოლო მატჩი ჩაატარა თავისი ახალი კლუბის რიგებში. ჯერჯერობით, მის ანგარიშზე ერთი საგოლე პასია.

„იუვენტუსს“ სამი ტურის შემდეგ სამი მოგება აქვს და სერია A-ს ლიდერია.