უმაღლესი სასწავლებლების ლაბორატორიებისა და შიდა საგამოცდო ცენტრებისთვის რეკომენდაციები დამტკიცდა
უმაღლესი სასწავლებლების ლაბორატორიებისა და შიდა საგამოცდო ცენტრებისთვის რეკომენდაციები დამტკიცდა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ლაბორატორიებისა და შიდა საგამოცდო ცენტრისათვისზოგადი რეკომენდაციები დამტკიცდა.

ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

ძირითად რეკომენდაციებში აღნიშნულია:

„პედაგოგებისა და სტუდენტების მიღება სასწავლო დაწესებულებაში უზრუნველყავით წინასწარ განსაზღვრული გეგმის/ცხრილის მიხედვით;

წინასწარ განსაზღვრეთ პედაგოგებისა და ცვლებში მისაღები სტუდენტების რაოდენობა ისე, რომ უზრუნველყოთ სამუშაო ფართის ყოველ 5მ2 ფართობზე ერთი ადამიანის დაშვება;

უზრუნველყავით ნაკადის კონტროლი უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არაუმცირეს 2მ);

უზრუნველყავით სტუდენტთა განთავსება სასწავლო მაგიდებთან იმგვარად, რომ არ აღმოჩნდნენ ერთმანეთისა და პედაგოგის პირისპირ;

ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც პედაგოგთა, ასევე სტუდენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით.

ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;

სასწავლო დაწესებულებისა და სასადილოს შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

თვალსაჩინო ადგილას გამოაკარით ინფორმაცია COVID-19 ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

უზრუნველყავით პედაგოგთა და სტუდენტთა დაშვება სასწავლო დაწესებულებაში მხოლოდ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ნიღბები, საჭიროების შემთხვევაში სახის ფარები/დამცავი სათვალეები);

უზრუნველყავით პედაგოგები და სტუდენტები ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები);

სამუშაო ადგილებზე განათავსეთ ხშირად შეხებადი ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებები და უზრუნველყავით მათი სწორად მოხმარების პრაქტიკა (შესაბამისი წესების შემუშავება და პედაგოგების/სტუდენტების ინფორმირება/ტრენირება); o პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყავით სამუშაო სივრცეების ბუნებრივი ვენტილაცია;

უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

უზრუნველყავით საერთო სამუშაო ფართის ყოველდღიური დეზინფექცია;

უზრუნველყავით სახელურების, ლიფტის ღილაკების, მოაჯირების, კარების სახელურების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სანიტარული დამუშავება პერიოდულად (2 საათიანი ინტერვალებით); უზრუნველყავით სანიტარული წერტილების პერიოდული დეზინფექცია“.

რაც შეეხება საგამოცდო ცენტრებს, მათთვის შემდეგი რეკომენდაციები იმოქმედებს:

„გამოცდაზე სტუდენტების მიღება უზრუნველყავით იმგვარად, რომ დაკავებული იყოს სამუშაო ფართის 50%;

მაგიდების განლაგებისას გამოიყენეთ პრინციპი: სამუშაო სივრცის ყოველ 5მ2 ფართობზე დაუშვით მხოლოდ ერთი ადამიანი;

არ დაუშვით საგამოცდო ცენტრში პედაგოგები და სტუდენტები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე;

სტუდენტები მაგიდებთან არ განათავსოთ ერთმანეთის პირისპირ;

საგამოცდო ცენტრში სტუდენტების მისაღებად გამოიყენეთ ცვლებში მუშაობის რეჟიმი;

ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარული შესვენება;

უზრუნველყავით საგამოცდო დარბაზის შესასვლელში ხელის დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;

უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ.

პედაგოგთა და სტუდენტთა ვალდებულებებში ასევე შედის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და პირადი ჰიგიენის დაცვა“.