უმაღლეს დონეზე კორეათაშორისი სამიტი 18-20 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელზე დაყრდნობით, კორეული მედია ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ, სეულის წარმომადგენელი ფხენიანში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდა და პრეზიდენტ მუნ ჯაე ინის შეტყობინება გადასცა. უკან დაბრუნებულმა მაღალჩინოსანმა კი, აშშ-ის ხელისუფლებისთვის კიმ ჩენ ინის გზავნილი ჩამოიტანა.
მისი თქმით, კიმ ჩენ ინი არ ეთანხმება ვაშინგტონის მოსაზრებას იმის თაობაზე, თითქოს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლიარიზაციის საკითხში პროგრესი არ არის.
ფხუნგერის პოლიგონის განადგურებამ ქვეყანას ბირთვული გამოცდების ჩატარების შესაძლებლობა ფაქტიურად გამოურიცხა.
სეულის წარმომადგენლის თქმით, კიმ ჩენ ინი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ, ფხენიანის მიერ გადადგმული ნაბიჯები სათანადოდ ვერ შეაფასა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი იმედოვნებს, რომ აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი თეთრი სახლის ადმინისტრაციაში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე დასრულდება.