ულტრამემარჯვენე ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ წინააღმდეგ, ვენაში დემონსტრაციები გაიმართა
ვენაში დემონსტრაციები გაიმართა ულტრამემარჯვენე ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ წინააღმდეგ, რომელმაც გასულ კვირას საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
ორგანიზატორების თქმით, აქციაზე 15 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ავსტრიის პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით გაემართნენ.
„ავსტრიის „თავისუფლების პარტია“ უსაფრთხოების პრობლემას ქმნის ავსტრიისთვის, მათ შორის საერთაშორისო დონეზეც“, – განაცხადა მარშის თანაორგანიზატორმა.
შეგახსენებთ, ულტრამემარჯვენე ავსტრიის „თავისუფლების პარტიამ“ 29 სექტემბერს გამართულ არჩევნებში დაახლოებით, ხმების 29% მოიპოვა.
შეგახსენებთ, ივნისში ჩატარებულ ევროპარლამენტის არჩევნებში ხმათა უმრავლესობა სწორედ „თავისუფლების პარტიამ“ მოიპოვა.