ულრიკ ტიდესტრომი - ვუერთდები მოწოდებას ყველა პარტიისადმი, მიაღწიონ შეთანხმებას, ეს საქართველოს უფრო ძლიერს გახდის
ულრიკ ტიდესტრომი - ვუერთდები მოწოდებას ყველა პარტიისადმი, მიაღწიონ შეთანხმებას, ეს საქართველოს უფრო ძლიერს გახდის

ვუერთდები მოწოდებას ყველა პარტიისადმი, მიაღწიონ შეთანხმებას, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი ​ულრიკ ტიდესტრომი სოციალურ ქსელში წერს.

„სრულად ვუჭერ მხარს საქართველოში ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. ვუერთდები მოწოდებას ყველა პარტიისადმი, მიაღწიონ შეთანხმებას. ეს საქართველოს უფრო ძლიერს გახდის“, – წერს ​ულრიკ ტიდესტრომი „ტვიტერში“.