უკვე 31-ედ - „ბენდელას თასის“ გათამაშება იწყება #1TVSPORT
უკვე 31-ედ - „ბენდელას თასის“ გათამაშება იწყება #1TVSPORT

„ბენდელას თასის“ ტრადიციული გათამაშება იწყება. ტურნირი, რომელიც აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის, ზაზა ბენდელიანის ხსოვნას ეძღვნება, წლეულს 31-ედ გაიმართება.

არ დარღვეულა სხვა ტრადიციაც – „ბენდელას“ თასის 31-ე გათამაშებაც „საბურთალოს“ ორგანიზებით გაიმართება და ტურნირს კვლავ „ბენდელას სტადიონი“ უმასპინძლებს.

თამაშები 16-22 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. წლეულს, ხსენებულ გათამაშებაში 2010 წელს დაბადებული მოზარდები მიიღებენ მონაწილეობას. „ბენდელას“ ტურნირზე იასპარეზებენ გუნდები, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

პირველად გათამაშება 1992 წელს ჩატარდა. გათამაშებას სპორტის სასახლე მასპინძლობდა და მინი-ფეხბურთის ტურნირი იყო, რომელშიც ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით, ქუჩის გუნდები მონაწილეობდნენ.

„ბენდელას თასის“ ფორმატი 2011 წლიდან შეიცვალა, როდესაც ორი ტურნირი გაიმართა – ახალგაზრდული გუნდების მოსამზადებელ ტურნირიც დაწესდა და პარალელურად, საბავშვო გათამაშებაც დაიწყო. ბოლო წლებში მთავარი პრიზი საბავშვო გუნდებს შორის თამაშდება.